შაბათი, ივლისი 18, 2026

ოზურგეთში საახალწლო დეკორაციებს ამონტაჟებენ


ოზურგეთში საახალწლო დეკორაციებს ამონტაჟებენ

ამ დროისთვის ოზურგეთში საახალწლო განათების და დეკორაციების მონტაჟი მიმდინარეობს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში, ამ ეტაპზე ზუსტად ვერ გვპასუხობენ, როდის აინთება ნაძვის ხე და გარე განათებები საახალწლოდ. „ზუსტად ვერ გეტყვით ნაძვის ხის და გარე განათებების ანთების თარიღს. უამინდობის გამო შეიძლება რამდენიმე დღით გადაიდოს ანთების პროცესები. ამ დროისთვის კულტურის და დასვენების პარკში მოხდა ერთი ნაძვის ხის დადგმა და დეკორაციების მოწყობა. გუშინ დეკორაციების მოწყობა მიმდინარეობდა ე.წ. ჭადრების პარკში" - გვითხრეს პრესსამსახურში. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია