- ივნისი 08, 2026
ოზურგეთში საავტომობილო სერვისცენტრი – „რევა მოტორსი“ გაიხსნა
- დეკემბერი 05, 2022
- , პოლიტიკა
ოზურგეთში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საავტომობილო სერვის ცენტრი - „რევა მოტორსი“ გაიხსნა. ახალი სერვის ცენტრი ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, „რევა მოტორსის“ დირექტორმა შაქრო ცეცხლაძემ და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ურუშაძემ გახსნეს. „ პროექტის დასაფინანსებლად მოზიდული კერძო ინვესტიცია 1.5 მილიონ ლარს შეადგენს და პირველ ეტაპზე, 25 ახალ სამუშაო ადგილს ქმნის, სადაც ჩვენი თანამოქალაქეები დასაქმდებიან. კერძო ინვესტიციების ხელშეწყობა და ახალი სამუშაო ადგილები, ჩვენი 8 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტია,“- აღნიშნა, ოზურგეთის მერმა.