- ივნისი 08, 2026
ოზურგეთში მუნიციპალური ინსპექციის ახალი ოფისი გაიხსნა
- აგვისტო 07, 2024
- , პოლიტიკა
ოზურგეთში მუნიციპალური ინსპექციის ახალი ოფისი გაიხსნა. შენობის რეაბილიტაცია ოზურგეთის მერიის დაფინანსებით განხორციელდა, რომლის ღირებულება 300 000 ლარს შეადგენს. ახალი ოფისის გახსნას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია დაესწრნენ.