- ივნისი 08, 2026
ოზურგეთში მომხდარ მკვლელობის ფაქტს, შსს ადასტურებს
- აგვისტო 12, 2022
- , პოლიტიკა
ოზურგეთში, ლესელიძის ქუჩაზე მომხდარი ქალის მკვლელობის ფაქტი, რომელიც ყოფილი ქმრის მიერ არის ჩადენილი, „გურია ნიუსს“ შსს-ში დაუდასტურეს. მამაკაცი პოლიციას თავად ჩაბარდა. როგორც შსს-ში გვითხრეს, ახლა საგამოძიებო სამუშაოები ხორციელდება. „გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, ქალი ქმარს გაშორებული იყო. ცხოვრობდა ქირით, სადაც ყოფილი ქმარი მაინც ავიწროებდა. „განწირული ყვიროდა, თურმე, საცოდავი ქალი. თუმცა მეზობლებიდან არავინ მიეშველა“ ,_ გვეუბნება წყარო. [simple-author-box]