შაბათი, ივლისი 18, 2026

ოზურგეთში ყველი გაიაფდა: „ ერთ კილოგრამში რასაც ვიხდიდით, იმ თანხით 2 კილოგრამის ყიდვაა შესაძლებელი“


ოზურგეთში ყველი გაიაფდა: „ ერთ კილოგრამში რასაც ვიხდიდით, იმ თანხით 2 კილოგრამის ყიდვაა შესაძლებელი“

ბოლო დღეებში, ოზურგეთის ბაზარში, ყველი საგრძნობლად გაიაფდა. უფრო მეტიც, თუ სააღდგომოდ, უფრო ადრე კი, სახალწლოდ 15-16 ლარი ღირდა ერთი კილოგრამი, ახლა შესაძლებელია, ერთი კილოგრამი 8 ლარად შეიძინო. _თუ დილით ადრე ჩამოხვალ ქალაქში და სოფელბიდან ჩამოსულ ხალხს დახვდები, ერთ კილოგრამს 7 ლარადაც იყიდი. ძალიან იაფი არც ესაა, მაგრამ ყველის მიღებასაც რამდენი შრომა სჭირდება. ხალხმაც რა ჰქნას. ქატო და მარცვლეულიც გაიაფდა და ესეც უწყობს ხელს ამ ამბავს, - ამბობენ მომხმარებლები. ზოგადად კი, ახლა, საგაზაფხულოდ ბევრი ფური იწველება. ბალახიც უხვადაა. მომხმარელბელთა თქმით, ესეც ხელშემწყობი პირობაა. ივნისში კი, როცა მთაში გადარეკავენ პირუტყვს, ყველის ფასი აიწევს. _ფასის აწევა მაშინ ნახეთ, დამსვენებლები რომ ჩამოვლენ ზაფხულში. მონაგონი იქნება საახალწლო და სააღდგომო ფასები, - ამბობენ აქაურები. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია