შაბათი, ივლისი 18, 2026

ოზურგეთში ყველი გაიაფდა


ოზურგეთში ყველი გაიაფდა

ზაფხულის სეზონთან შედარებით, ოზურგეთში ყველი გაიაფდა. დღეს, დილიდანვე ერთი კილოგრამი ყველის ყიდვა ათ ლარად იყო შესაძლებელი. ისე კი, სხვადასხვა მარკეტებსა და მაღაზიებში თუ გარევაჭრობის ადგილებში, ერთი კილოგრამის ფასი 9-12 ლარის ფარგლებში მერყეობს. ზაფხულში (ისევე, როგორც გაზაფხულზე, ერთი კილოგრამი ყველი 15-16 ლარიც კი ღირდა ზოგჯერ. უმეტესად, 13-14 ლარს აფასებდნენ. ამიტომ მოქალაქეები ამჯობინებენ, ყველა სავაჭრო ობიექტი მოიარონ და შედარებით ნაკლებ ფასად შეიძინონ. _ მინდა, 8 ლარად მოვახერხო შეძენა. შევინახავ, ორჯერ გამოვუცვლი წათხს და ამასობაში ახალი წელიც მოვა. საახალწლოდ, შარშანდელივით ასცილდება, ალბათ, ერთი კილოგრამის ფასი 15 ლარს, _ ღიმლით გვითხრეს ბაზარში , საოჯახო პროდუქტის შესაძენად გამოსულმა ქლბატონებმა , ნინო მუჯირმა და ლიზა ღლონტმა. შედრებით გაიფებულია ნადუღი (ერთი კილოგრამი 3-4 ლარი ღირს) და რძე, რომლის ყიდვაც (ერთი ლიტრის) 2 ლარად არის შესაძლებელი. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია