შაბათი, ივლისი 18, 2026

ოზურგეთში კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


ოზურგეთში კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოზურგეთში კორონავირუსზე გასული 24 საათის განმავლობაში 648 ტესტი ჩატარდა საიდანაც ინფიცირების 58 დადებითი შემთხვევა დაფიქსირდა, _ ამის შესახებ გურია ნიუსს ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მაია ქუტიძემ განუცხადა. ამ დროისთვის ოზურგეთში სულ აქტიურია ინფიცირების 196 შემთხვევა. ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დაინფიცირების სწრაფი ზრდა სარიტუალო ღონისძიებებს და ტურისტულ სეზონს უკავშირდება. ინფიცირებულებს შორის, როგორც დასასვენებლად სოფლად ჩასული, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობაა. "ხალხი არ ერიდება არც ქორწილებს და არც ქელეხებს. არ იცავენ წესებს და ინფიცირდებიან", _ ამბობს ქუტიძე. „გურია ნიუსის“ კითხვაზე _ როგორია მდგომარეობა ოზურგეთის სოფლებში, ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი გვპასუხობს, რომ ჯერ მონაცემები ამ კუთხით დამუშავებული არ აქვს და დღის მეორე ნახევარში დავუკავშირდეთ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია