- ივნისი 08, 2026
ოზურგეთში ინფიცირების ახალი შემთხვევები დაფიქსირდა
- ივლისი 15, 2022
- , პოლიტიკა
ოზურგეთში კოვიდინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ "გურია ნიუსს" ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს. ამ დროისთვის ოზურგეთში აქტიურია ინფიცირების 32 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტებიდან 16 სტაციონარში, 16 კი ბინაზე მკურნალობს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოზურგეთში დაფიქსირებულია ინფიცირების 21907 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 21779 პაციენტი, გარდაცვლილია 96.