- ივნისი 08, 2026
ოზურგეთში აქცია გაიმართება
- ნოემბერი 30, 2024
- , პოლიტიკა
დღეს, ქალაქ ოზურგეთში პოლიციის შენობასთან აქცია ჩაინიშნა. „ოზურგეთში ჰყავთ გადმოყვანილი პატიმრები ბათუმიდან. 4 საათზე ვიკრიბებით პოლიციის შენობასთან მათ მხარდასაჭერად. გამოდით ვისაც შეგიძლიათ, არ დავტოვოთ მარტო ქვეყნის სიყვარულის გამო საკანში გამოკეტილი ხალხი!“ - წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი თამარ მიქაძე. ინფორმაციისთვის, გუშინ ქალაქ ბათუმში გამართულ მშვიდობიან აქციაზე სამოქალაქო აქტივისტები დააკავეს.