- ივნისი 08, 2026
ოზურგეთში მ.კოსტავას ქუჩის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება
- ნოემბერი 24, 2022
- , პოლიტიკა
მოქალაქეებისთვის მიცემული დაპირება სრულდება! ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, მ.კოსტავას ქუჩის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება! საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის ტენდერი გამოაცხადა. პროექტი ითვალისწინებს: სავალი ნაწილის რეკონსტრუქციას, ახალი ასფალტბეტონის საფარის მოწყობას, სანიაღვრე სისტემის, ტროტუარების, ველობილიკებისა და გაზონების მოწყობას, ქუჩის ელმომარაგების ქსელისა და გამრიცხველიანების რეაბილიტაციას და განახლებას.