- ივნისი 08, 2026
ოზურგეთს, ლანჩხუთს და აჭარას გაზი არ მიეწოდება – რას აცხადებს კომპანია
- მარტი 11, 2025
- , პოლიტიკა
ამ დროისთვის გურიას და აჭარას გაზი არ მიეწოდება. როგორც "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების" კომპანიაში აცხადებენ, გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი ქობულეთის ტერიტორიაზე „აღმოჩენილი გაჟონვის სალიკვიდაციო სამუშაოებია". "გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“, ქობულეთის განშტოების 58,0 კილომეტრზე აღმოჩენილი გაჟონვის სალიკვიდაციო სამუშაოებს განახორციელებს. აქედან გამომდინარე მიმდინარე წლის 11:00 საათიდან 16:00 საათამდე საჭიროა დაიკეტოს ამავე განშტოების 45,6 კილომეტრზე და აჭარის გამზომ კვანძზე (67,3 კმ-ზე) არსებული ონკანები. არსებული ვითარების გათვალისწინებით აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზით მომარაგება შეეზღუდება ლაითურის, ურეკის, ოჩხამურის გაზგამანაწილებელ სადგურებს და აჭარის გამზომ კვანძს. ქობულეთის მუნიციპალიტეტი სოფელი: ცეცხლაური, აჭი და ოჩხამური. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სოფელი: ნატანები, წვერმაღალა, შეკვეთილი, კაპროვანი,,ურეკი, ხრიალეთი, მოცვნარი, შრომა, ვაკე, ზემო ორმეთი, ლიხაური,გოგორეთი,დაბა ლაითური, დაბა ნარუჯა, თხინვალი, კონჭკათი, მერია, ნაღობილევი, ჭანიეთი, ხვარბეთი და ზედუბანი. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი სოფელი: გრიგოლეთი, სუფსა, ხიდმაღალა, ტაბანათი, ჩქუნი, ახალსოფელი, ღრმაღელე, ორმეთი, ომფარეთი, წყალწმინდა და ოხოჯური. ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს",_ ნათქვამია განცხადებაში. ამას გარდა, როგორც "ბათუმელები" იუწყება, გაზის მიწოდება შეწყვეტილია ბათუმშიც. „ბათუმელებს“ დღეს კომპანია „სოკარში“ უთხრეს, რომ გაზის მიწოდება აჭარის სოფლებსა და ბათუმში, სავარაუდოდ, 12 მარტის დილიდან დაიწყება. „სოკარის“ ინფორმაციით, 12 მარტის დილიდან არის დაგეგმილი გაზის მიწოდების აღდგენა გურიის სოფლებშიც.