- ივნისი 08, 2026
ოზურგეთის მატარებელს ხაშურთან ცეცხლი გაუჩნდა
- აპრილი 25, 2025
- , პოლიტიკა
ოზურგეთის მატარებელს ხაშურთან ცეცხლი გაუჩნდა - მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელებში ვრცელდება. როგორც "გურია ნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს. "ცეცხლი ერთ-ერთ ვაგონს გაუჩნდა, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. მიმდინარეობს ხანძრის ქრობა",_ უთხრეს "გურია ნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. რა ხდება შემთხვევის ადგილზე, კადრებს "ტვ პირველი" ავრცელებს. "გურია ნიუსი" "საქართველოს რკინიგზასთან" დაკავშირებას ცდილობს.