- ივნისი 08, 2026
ოზურგეთის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს მენეჯერად ეკა ნინიძე დაინიშნა
- ნოემბერი 22, 2022
- , პოლიტიკა
როგორც ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ვასო ჩიგოგიძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, თეატრში არის საკადრო ცვლილებები. _საზოგადოებასთან ურითიერთობის სამსახურის უფროს მენეჯერად ეკა ნინიძე დაინიშნა. ყველა კარგად იცნობთ მას. მუდამ ჩვენს გვერდით დგას, _ თქვა მან. ეკა ნინიძე წარსულში პედაგოგად მუშაობდა არაერთ სკოლაში. ასევე იყო ოზურგეთის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ხელმძღვანელი. დღეს, ასევე, ერთ-ერთ სკოლაში მუშაობს პედაგოგად. „გურია ნიუსი“ წარმატებებს უსურვებს ქალბატონ ეკას, ასევე ოზურგეთის სახელმწიფო თეატრს. [simple-author-box]