შაბათი, ივლისი 18, 2026

ოზურგეთის საკრებულოში ქალი დეპუტატების რაოდენობა გაიზარდა


ოზურგეთის საკრებულოში ქალი დეპუტატების რაოდენობა გაიზარდა

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების ოფიციალური შედეგები ჯერ არ გამოცხადებულა. “გურია ნიუსმა“ წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 7 ქალი დეპუტატი მოხვდა. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ეს რიცხვი გაიზარდა და საკრებულოს წევრი “პატრიოტთა ალიანსიდან“ ნანული ორაგველიძე ხდება. ნანული ორაგველიძე 2013 წელს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი გახლდათ. ის ქალაქ ოზურგეთში მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატი იყო 2017 წლის არჩევნებში, მაგრამ ვერ გაიმარჯვა და “პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიიდან ხვდება საკრებულოში. ინფორმაციისთვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წინასწარი მონაცემებით, “პატრიოტთა ალიანსიდან“ ორი წევრი მოხვდა _ პარტიის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, შოთა გოგიბერიძე და ნანული ორაგველიძე.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია