- ივნისი 08, 2026
ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური გრძელდება
- იანვარი 24, 2023
- , პოლიტიკა
ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ყაყანი და ყვირილი გრძელდება. დღევანდელი სხდომა "შტურმით" ოცნების დეპუტატებმა გახსნეს და აქამდე აქტიურობენ ხაბეიშვილ_ მერაბიშვილის ფოტოებით. _ თავმჯდომარე, რატომ ხარ ჩუმად? უზრუნველყავი სხდომის ჩატარება,_ იძახიან საკრებულოს ნაციონალი წევრები. თუმცა თავმჯდომარე წყნარად ზის, მოადგილესთან ერთად. სხდომა ჯერ არ დაწყებულა. დეპუტატები ისევ ხორხოცობენ. _აქ საერთოდ არ მოვალ. ან 6 თვეში ერთხელ მოვალ. იმდენი საქმეა და ესენი რა დღეში არიან აქ. _თქვა ნაციონალმა დეპუტატმა თორნიკე გოგუაძემ. [simple-author-box]