შაბათი, ივლისი 18, 2026

ოზურგეთის საკრებულომ სააგიტაციო მასალის განთავსებაზე განკარგულება მიიღო


ოზურგეთის საკრებულომ სააგიტაციო მასალის განთავსებაზე განკარგულება მიიღო

დღეს, 5 სექტემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალის განთავსების რეგულირების შესახებ“, განკარგულება მიიღეს. საკითხის ირგვლივ, მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ ისაუბრა. _სააგიტაციო მასალის განთავსება იკრძალება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, პოლიციის შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში, აგრეთვე საგზაო ნიშნებზე განთავსება-გაკვრა, _ თქვა მან. განკარგულებით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ობიექტების გარდა, სააგიტაციო მასალა შეიძლება გამოიფინოს სხვა ობიექტებზეც, მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში. როგორც ღურჯუმელიძემ თქვა, განკარგულება ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია