- ივნისი 08, 2026
ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ბესო ქათამაძის საქმის განხილვა მიმდინარეობს
- ნოემბერი 03, 2021
- , პოლიტიკა
ამ წუთებში ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ბესო ქათამაძის საქმის განხილვა მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, შეკვეთულში ბესო ქათამაძემ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის წინ წარწერა _ “თავისუფლება მიშას“ გააკეთა. ინფორმაციისთვის, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა სასამართლო პროცესი, სადაც მსგავსი ფაქტის გამო სამართალდამრღვევად ცნო მოსამართლე კაპანაძემ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები: ბესო ქათამაძე, დავით მჟავანაძე და თათია ნიკოლაიშვილი. სამივე მათგანს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა მოსამართლემ. შეგახსენებთ, რომ ნაცმოძრაობის წევრებმა ოზურგეთის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე გამოფინეს ბანერი წარწერით _ “თავისუფლება მიშას.“ [sexy_author_bio]