- ივნისი 08, 2026
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მერის წარმომადგენლების დანიშვნა გრძელდება
- დეკემბერი 10, 2021
- , პოლიტიკა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მერის წარმომადგენლების დანიშვნა გრძელდება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, სოფლებში მერის წარმომადგენლები დანიშნა და მათთან ადმინისტრაციული ხელშეკრულებები გააფორმა. ბახვის ადმინისტრაციული ერთეული - კახაბერ მგელაძე; დვაბზუს ადმინისტრაციული ერთეული - ლაშა გოგოტიშვილი; ლიხაურის ადმინისტრაციული ერთეული - ნანა წითლიძე; თხინვალის ადმინისტრაციული ერთეული - ვალერი ჩხაიძე; შრომის ადმინისტრაციული ერთეული - ვეფხვია სიხუაშვილი. „კიდევ ხუთ სოფელში საკადრო გადაწყვეტილებები მერის წარმომადგენლების დანიშვნაზე უკვე მივიღე. მათი საქმიანობის შეფასების მთავარი კრიტერიუმები იქნება უშუალო კომუნიკაცია მოქალაქეებთან; პრობლემების დროული დამუშავება და მოგვარებაზე ზრუნვა, ასევე, სოფლებისთვის საჭირო მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობა, “ - თქვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ. [sexy_author_bio]