შაბათი, ივლისი 18, 2026

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში უამინდობამ პრობლემები შექმნა


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში უამინდობამ პრობლემები შექმნა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში უამინდობამ პრობლემები შექმნა. დაზიანდა შრომა-ნატანების დამაკავშირებელი ცენტრალური საავტომობილო გზა. ასევე, მე-13 ბრიგადის გზა. ნატანებში, დღეს, ოზურგეთის მერის მოადგილე ნიკა ბოლქვაძე, საკრებულოს დეპუტატთან, თამაზ ტუღუშთან ერთად იმყოფებოდა. „სტიქიის შედეგად დაზიანებულ ადგილებს, უახლოეს პერიოდში სრულად აღვადგენთ. დღეს შევხვდი მოქალაქეებს, მოვისმინე მათი პრობლემები და დახმარება აღვუთქვი. ჩვენ, ყველა სოფელში აქტიურად ვეცნობით მოსახლეობის საჭიროებებს, რათა მუნიციპალიტეტში დროულად მოვაგვაროთ არსებული პრობლემები." - აღნიშნა ნიკა ბოლქვაძემ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია