შაბათი, ივლისი 18, 2026

ოზურგეთის მერის წარმომადგენელი სოფელ მერიაში, გრიგოლ კოსტავა დააკავეს


ოზურგეთის მერის წარმომადგენელი სოფელ მერიაში, გრიგოლ კოსტავა  დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ მერიაში გრიგოლ კოსტავა დააკავეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, კოსტავას ბრალი ქრთამის აღებაში ედება. "გამოძიებით დადგენილია, რომ 10 კუბური მეტრი სამერქნე მასალის ადგილწარმოშობის ყალბი ცნობის გაცემის სანაცვლოდ, გ. კ-მ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 500 ლარი. გამოძიება მიმდინარეობს ქრთამის აღების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით",_ აცხადებენ სუს-ში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია