- ივნისი 08, 2026
ოზურგეთის მერი: „მოდით აგერ, საქმეზე ვარ მოსული, საარჩევნო შეხვედრა კი არაა!“
- იანვარი 21, 2020
- , პოლიტიკა
სოფლის მხარდასაჭერი პროგრამის გასახორციელებლად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში კრებები იმართება, სადაც მოსახლეობა პრიორიტეტებზე საუბრობს. დღეს, სოფელ მელექედურში, სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში, კრებაზე ოზურგეთის მუნიციპლიტეტის მერი, კოტე შარაშენიძე მივიდა: _ სად დადიხართ, მოდით აგერ, საქმეზე ვარ მოსული, ეს საარჩევნო შეხვედრა კი არაა, _ უთხრა მან მელექედურელებს, რომლებიც გვერდი-გვერდ მდებარე ოთახებში ერთმანეთთან გადასალაპარაკებლად დადიოდნენ. _ აგერ ახლა, გაიგონა მარინამ და დაწერს, აბა, სხვას კი არ დეინახავს არაფერს, _ თქვა მერმა „გურია ნიუსის“ ჟურნალისტის მისამართით, _ რაზეც თავაზიანად მივუგეთ, რომ მართალია, დღის ფრაზას ხელიდან არ გავუშვებდით, ხოლო სტატიას სხვა დანარჩენის შესახებ, რაც შეხვედრაზე დავინახეთ და მოვისმინეთ, ჩვენს მკითხველს მალე შევთავაზებთ.