- ივნისი 08, 2026
ოზურგეთის მეორე სკოლის მოსწავლის, გიორგი გიორგაძის წარმატება ეროვნულ გამოცდებზე
- აგვისტო 05, 2021
- , პოლიტიკა
ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული გიორგი გიორგაძე საქართველოში, ერთ-ერთი პირველია ეროვნულ გამოცდებზე თავისი შედეგებით, _ გვითხრა სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ფატი სიორიძემ. _ გიორგიმ დიდი წარმატებით დაასრულა ეროვნული გამოცდები. აქვს ძალიან მაღალი ქულები. ქიმიაში 63-დან 63 ქულა , ბიოლოგიაში 70-დან 68 ქულა, ინგლისურში 80-დან 78 ქულა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში, 70-დან 68 ქულა! განსაკუთრებით მინდა მივულოცო. მან ასახელა ჩვენი სკოლა, არაერთ თანატოლთან ერთად, _ თქვა სიორიძემ. „გურია ნიუსი“ ულოცავს გიორგის და მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებს უსურვებს. [sexy_author_bio]