- ივნისი 08, 2026
ოზურგეთის ბიუჯეტში მილიონ ლარზე მეტი შემოსულია ჯარიმებით: „ა, ბატონო, რად გვინდა ქარხანა“
- აგვისტო 31, 2023
- , პოლიტიკა
„ოზურგეთის ბიუჯეტის შემოსულობებში, მილიონ 272 700 ლარი შემოსულია ჯარიმებისთვის გადახდილი თანხით“, _ განაცხადა 30 აგვისტოს, საკრებულოს სხდომაზე, საფინანსო სამსახურის უფროსმა პავლე ჭყონიამ. „ა, ბატონო, რად გვინდა ქარხანა და მუშაობა. დააჯარიმე, ბიუჯეტში მილიონი არ აგცდება“, _ ქირქილი არაერთგან გაისმა საკრებულოს სხდომაზე. როგორც პავლე ჭყონიამ დააზუსტა, ეს არის ავტომობილების მიერ, საგზაო წესების დარღვევის შედეგად გადახდილი თანხები, ჯარიმის სახით, ამ წლის დასაწყისიდან. [simple-author-box]