შაბათი, ივლისი 18, 2026

ოზურგეთელი წარმატებული სტუდენტები წელსაც დაჯილდოვდებიან ფულადი ჯილდოთი


ოზურგეთელი წარმატებული სტუდენტები წელსაც დაჯილდოვდებიან ფულადი ჯილდოთი

ოზურგეთელი წარმატებული სტუდენტები, რომლებიც 100%-იანი გრანტის მფლობელები გახდნენ, 3000-3000 ლარით დაჯილდევდებიან. ეს ინიციატივა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკუთვნის და 2015 წლიდან მოქმედებს. „წელსაც დაჯილდოვდებიან ის სტუდენტები, რომლებიც 100%-ანი გრანტის მფლობელები გახდნენ. სტუდენტები დაჯილდოვდებიან 3 000 ლარით, ხოლო აღმზრდელ სკოლას1 000 ლარი გადაეცემა. საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ეს ინიციატივა 2015 წლიდან მოქმედებს და ნამდვილად არის სტიმული, წახალისება ჩვენი ახალგაზრდების“, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ. [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია