- ივნისი 08, 2026
ოზურგეთელი ტაეკვანდოელების ბრინჯაო მედლები
- მაისი 30, 2022
- , პოლიტიკა
წალენჯიხაში, ტაეკვონდოში ღია პირველობა გაიმართა. აღმოსავლურ ორთაბრძოლაში მონაწილეობა დასავლეთ საქართველოს საუკეთესო 110-მა სპორტსმენმა მიიღო. შეჯიბრზე წარმატებით გამოვიდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ტაეკვანდოს ოზურგეთისა და ურეკის სექციის სპორტსმენები. 10 წლის ფრიდონ ჩხარტიშვილმა, ურეკიდან ( 42 კგ ) III ადგილი აიღო. 12 წლის ნია გურასაშვილმა ( 42 კგ ) III ადგილი ( ოზურგეთი), 11 წლის ლუკა გურასაშვილმა ( 35 კგ ) III ადგილი ( ოზურგეთი). ასპარეზობა, 16 წლის ასაკის მოზარდებში ჩატარდა. დასანანი გახლავთ ის, რომ ფინალში გადასასვლელი ორივე ბრძოლა ურეკელმა და ოზურგეთელმა სპორტსმენებმა, მხოლოდ გაფრთხილებით წაააგეს. შეჯიბრისთვის სპორტსმენები ირაკლი ტუღუშმა და გიორგი ბერიძემ მოამზადეს. [simple-author-box]