შაბათი, ივლისი 18, 2026

ოზურგეთელი ავთანდილ მამალაძე ფინალშია!


ოზურგეთელი ავთანდილ მამალაძე ფინალშია!

ოზურგეთელი ავთანდილ მამალაძე ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ფინალში იჭიდავებს! რუმინეთში, ქ. ბუქარესტში ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს , რომელიც ჭიდაობაში იმართება 60 კგ. წონით კატეგორიაში ( ბერძნულ - რომაული სტილი) ავთანდილ მამალაძე ფინალში გავიდა. ქართველმა მოჭიდავემ ნახევარფინალში ავსტრიელი ისა ბეკტემიროვი 10:1 დაამარცხა და ფინალში აზერბაიჯანელ მაჰამედ გასიმსადეს დაუპირისპირდება ნახევარფინალამდე მამალაძემ იტალიელი ფედერიკიო სერჯიო კანილია (10:0), ლიეტუველი ეიმანტას ანდრიუშკა (4:0) და ჩეხი მარტინ კიჩი (15:7) დაამარცხა. ფინალი დღეს 17:00 საათზე დაიწყება. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია