შაბათი, ივლისი 18, 2026

ოზი ოსბორნის „უცნაური მადლობა“


ოზი ოსბორნის „უცნაური მადლობა“

ცოტა ხნის წინ ლეგენდარულმა მუსიკოსმა ოზი ოსბორნმა მადლობა ეშმაკს გადაუხადა, რომ პანდემიისას დაიცვა და Covid-19-ის ვირუსით არ დაინფიცირებულა. „ჩემი ცოლი დაინფიცირდა. ჩემს შვილსაც ჰქონდა ვირუსი და მე გადავრჩი. ეშმაკის მსახურობას აქვს თავისი დადებითი მხარეები!“, - განაცხადა მომღერალმა. ოზი ოსბორნის ცოლს, შერონ ოსბორნს, გასული წლის დეკემბერს დაუდასტურდა კორონავირუსი. უცნობია, როდის დაინფიცირდა მათი შვილი, კელი ოსბორნი, მაგრამ მიმდინარე წლის გაზაფხულს მან სოციალურ ქსელებში კამპანია „#StayHomeforOzzy“ წამოიწყო, რათა ყველასთვის მოეწოდებინა, რომ მაღალი რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს გაფრთხილებოდნენ. მართალია, 72 წლის ოზი ოსბორნს სჯერა, რომ მის ჯანმრთელობას ბნელი ძალები იცავენ, თუმცა ბოლომდე მაინც არ გაუმართლა: გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ ოსბორნს პარკინსონის დაავადება აქვს. ლეგენდარული მომღერალი ამ ქრონიკულ დაავადებას ინტენსიური მკურნალობით ებრძვის, ამავდროულად კი თავის ტრადიციულ მუსიკალურ შემოქმედებაზე მუშაობასაც აგრძელებს. [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია