- ივნისი 08, 2026
ოთარ შამუგიამ ოზურგეთში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ჩაის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა
- აგვისტო 18, 2022
- , პოლიტიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ოზურგეთში „ლაითურის ჩაის საექსპერიმენტო კომპანიის“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ჩაის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა და წარმოების პროცესს გაეცნო. „ლაითურის ჩაის საექსპერიმენტო კომპანია, „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამის“ ბენეფიციარია. მიღებული აქვს 52 000 ლარის ოდენობის სახელმწიფო გრანტი. საწარმოში 10 ადამიანია დასაქმებული და სეზონზე 65 ტონა ჩაის ფოთოლს გადაამუშავებს.