შაბათი, ივლისი 18, 2026

ოთარ შამუგია თხილის გადამამუშავებელი საწარმოს საქმიანობას გაეცნო


ოთარ შამუგია თხილის გადამამუშავებელი საწარმოს საქმიანობას გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ თხილის გადამამუშავებელი საწარმო შპს „გლობალ ექსპორტი“ დაათვალიერეს. კომპანია 2014 წელს ამოქმედდა, 2021 წელს საქმიანობა გააფართოვა და თანამედროვე დანადგარების შესაძენად ისარგებლა 1,5 მლნ ლარის ღირებულების შეღავათიანი აგროკრედიტით. შპს „ გლობალ ექსპორტი“ საექსპორტოდ ამზადებს როგორც თხილის გულს, ასევე თხილის ფქვილსა და პასტას. პროდუქციის რეალიზაცია ევროპის ქვეყნებში ხორციელდება. საწარმოში დასაქმებულია 100 -ზე მეტი ადგილობრივი.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია