- ივნისი 08, 2026
ორმხრივი სროლა სამტრედიაში _ არიან დაჭრილები
- ივნისი 18, 2021
- , პოლიტიკა
რამდენიმე საათის წინ, ორმხრივი სროლის შედეგად, სამტრედიაში, ორი ადამიანი დაიჭრა. ინციდენტი იმერეთის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა _ მას ოპერაცია უტარდება. შემთხვევის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. როგორც “გურია ნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-109 მუხლით მიმდინარეობს.