- ივნისი 08, 2026
„ორიგინალური“ გაგრილება
- ოქტომბერი 04, 2017
- , პოლიტიკა
ორიოდე თვის წინ, გერმანიის ქალაქ აიბენშტოკის 27 წლის მკვიდრი ზაფხულის სიცხემ ისე შეაწუხა, რომ გადაწყვიტა, თავისი "ბე-ემ-ვეს" ფირმის კაბრიოლეტი აუზად ექცია:. მანქანას სავარძლები მოხსნა, სალონს ფიცრები გამოაკრა და ლურჯი ფერის წყალგაუმტარი მასალით დაფარა, სათანადოდ შეფუთა საჭე, სიჩქარისა თUუ სხვა ბერკეტები და მანქანა წყლით აავსო. ბორბლებიანმა აუზმა, რომელშიც მძღოლი და მისი 3 მეგობარი მხოლოდ საცურაო კოსტიუმის ამარა ისხდნენ, ყოვლისმნახველი გერმანელებიც კი გააოცა.