შაბათი, ივლისი 18, 2026

ომი უნდა დამთავრდეს- გუტერეში ლავროვს ხვდება


ომი უნდა დამთავრდეს- გუტერეში ლავროვს ხვდება

BBC-ის ინფორმაციით, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებების დაწყებისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია ყველაფერი გააკეთოს უკრაინაში ომის დასასრულებლად. გუტერეში - რომელიც ასევე შეხვდება პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დღეს - ამბობს, რომ სურს დაეხმაროს დიალოგის, ცეცხლის შეწყვეტის და საბოლოოდ მშვიდობის პირობების შექმნას. "ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა, რაც შეიძლება მალე", _ ამბობს ის. მისი თქმითვე, პრიორიტეტი უნდა იყოს ქვეყანაში ადამიანთა ტანჯვის მინიმუმამდე შემცირება. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია