- ივნისი 08, 2026
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში, სროლაში ეჭვმიტანილი დეპუტატი მიიმალა
- დეკემბერი 19, 2024
- , პოლიტიკა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრის, რობერტ კიუტის ცნობით, "პარლამენტში" მომხდარ სროლაში ეჭვმიტანილი "დეპუტატი" ადგურ ხარაზიაა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შეგახსენებთ, სროლის შედეგად დაიღუპა ე.წ. დეპუტატი ვახტანგ გოლანძია , დაჭრილია კიდევ ერთი - კან კვარჩია „ტელეგრამ“ არხი АМРА-life-ი ინფორმაციით, ე.წ. პარლამენტში მაინინგის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს განიხილავდნენ, რა დროსაც კან კვარჩა და ადგურ ხარაზია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სროლა ადგურ ხარაზიამ დაიწყო. გარდაცვლილი ვახტანგ გოლანძია მათ გაშველებას ცდილობდა.