შაბათი, ივლისი 18, 2026

ოკუპირებულ ცხინვალში მასშტაბური სპეცოპერაცია ტარდება _ ამ დროისთვის დაკავებულია 6 პირი


ოკუპირებულ ცხინვალში მასშტაბური სპეცოპერაცია ტარდება _ ამ დროისთვის დაკავებულია 6 პირი

ოკუპირებულ ცხინვალში მასშტაბური სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სპეცოპერაცია "მაღალი რანგის თანამდებობის პირზე თავდასხმას" უკავშირდება. მედია წერს, რომ ამ დროისთვის უკვე 6 პირია დაკავებული - მათი ავტომობილისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის დროს იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები ამოიღეს. ასევე ნაპოვნია მოსკოვის მიმართულებით ორი ბილეთი. ცნობილია, რომ სპეცოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია