შაბათი, ივლისი 18, 2026

ნორვეგიაში აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა


ნორვეგიაში აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

ნორვეგიაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. როგორც BBC იუწყება, მომხდარის შედეგად ბორტზე მყოფი 4-ვე მგზავრი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელიც ეკუთვნოდა აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსს, ნატოს წვრთნებში მონაწილეობდა. შემთხვევა პარასკევს მოხდა. ავარიის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება უამინდობის გამო შეჩერდა, თუმცა პოლიციამ განაცხადა, რომ ამინდის გაუმჯობესების შემდეგ ის განახლდება.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია