შაბათი, ივლისი 18, 2026

ნინო წილოსანი: სუს-ის ანგარიშში დადასტურდა ის ფაქტები, რასაც ჩვენი თვალით ვხედავდით


ნინო წილოსანი: სუს-ის ანგარიშში დადასტურდა ის ფაქტები, რასაც ჩვენი თვალით ვხედავდით

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში დადასტურდა ის ფაქტები, რასაც ჩვენი თვალით ვხედავდით და რაზეც ვსაუბრობდით - სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა. დეპუტატმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2024 წლის ანგარიში შეაფასა. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში დადასტურდა ის ფაქტები, რასაც ჩვენი თვალით ვხედავდით და რაზეც ვსაუბრობდით - სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და რაც ყველაზე მძიმეა, გარედან [უცხოეთიდან] აღნიშნულ პროცესებში ჩარევის ფაქტები. საუბარი არის, რომ სახელმწიფო პოზიტიურად ახორციელებდა თავის დანიშნულებას იმის მიუხედავად, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვიყავით შეზღუდულები ეფექტიანი კონტროლის განხორციელებისგან. სწორედ სუს-ის დანიშნულებაა რომ აღმოაჩინოს და პრევენცია მოახდინოს იმ რისკების, რომელიც ქვეყნის შიგნით, თუ გარედან მომდინარეობს“, - აღნიშნა წილოსანმა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია