- ივნისი 08, 2026
ნიკა გვარამიას 30-ათასლარიანი გირაო შეეფარდა
- აპრილი 17, 2025
- , პოლიტიკა
კოალიციის "ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 30-ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. ცნობისთვის, ნიკა გვარამია პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისიაზე იყო დაბარებული, თუმცა მისვლაზე უარი განაცხადა. ინფორმაციისთვის, კომისია ნიკა გვარამიასგან ახსნა-განმარტების მიცემას ითხოვდა 2004-2012 წლებში საქართველოში თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ფოტო: მარიკა არევაძე