- ივნისი 08, 2026
ნიკა გვარამია, გზის გადაკეტვის გამო, 5000 ლარით დააჯარიმეს
- დეკემბერი 23, 2024
- , პოლიტიკა
კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გზის უკანონო გადაკეტვისთვის, 5000 ლარით დააჯარიმა. აღნიშნულის შესახებ გვარამია სოციალურ ქსელში წერს. „თბილისის საქალაქო სასამართლომ, გზის უკანონო გადაკეტვისთვის, 5000 ლარი ჯარიმა მომისაჯა“, - წერს გვარამია სოციალურ ქსელში. ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას პროცესი გაიმართა, სადაც გვარამიას ჭავჭავაძის გამზირზე, გზის გადაკეტვის ორგანიზებას ედავებოდნენ. პროცესს თავად გვარამია არ ესწრებოდა.