- ივნისი 08, 2026
ნავთობის საცავი იწვის (სანტქ-პეტერბურგი)
- სექტემბერი 03, 2023
- , პოლიტიკა
სანქტ-პეტერბურგში ნავთობის საცავი იწვის. ინფორმაციას cnn ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოებზე ჩანს, რომ საცავიდან შავი კვამლის დიდი გროვა ამოდის და აფეთქებები ისმის. ადგილზე მეხანძრე-მაშველები დაახლოებით ღამის 1 საათიდან იმყოფებიან. რუსული ონლაინ საინფორმაციო გამოცემა Fontanka-ს ცნობით, ხანძარი რუჩის ნავთობის საცავში გაჩნდა. მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.