შაბათი, ივლისი 18, 2026

„ნატანებში ათი სახლის სახურავია დაზიანებული, აქედან ერთ სახლს მთლიანად აქვს გადახდილი”


„ნატანებში ათი სახლის სახურავია დაზიანებული, აქედან ერთ სახლს მთლიანად აქვს გადახდილი”

ძლიერი ქარის შედეგად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, კონკრეტულად კი სოფელ ნატანებში საკმაოდ დიდი ზარალია. _ ათამდე სახლის სახურავია დაზიანებული. აქედან ერთის, ცენტერაძეების სახლის სახურავი მთლიანად გადახდილია. საცოდაობაა! _ თქვა „გურია ნიუსთან“ ოზურგეთის საკრებულოს წევრმა სოფელ ნატანებიდან თამაზ ტუღუშმა. მისივე თქმით, სოფელში მოთხრილია ბევრი ნაძვის ხე: _ ერთგან ევკალიპტის მოთხრილი ხე, ქარმა პირდაპირ ერთ-ერთი ოჯახის ეზოში ჩააგდო. კიდევ კარგი ამას მსხვერპლი არ მოჰყოლია. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია