შაბათი, ივლისი 18, 2026

ნატანების იუსტიციის სახლში უცნობი პირები შეიჭრნენ და ბანკომატი გაიტანეს


ნატანების იუსტიციის სახლში უცნობი პირები შეიჭრნენ და ბანკომატი გაიტანეს

დღეს დილით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, იუსტიციის სახლში უცნობი პირები შეიჭრნენ. თავდამსხმელებმა იქ დამონტაჟებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატი და ბანკომატი გაიტანეს და იქვე იუსტიციის სახლის ეზოში გატეხეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ თავდამსხმელებმა თანხის წაღება ვერ შეძლეს. დაწესებულება ამ დრომდე არ ფუნქციონირებს. ადგილზე მობილიზებულები არიან კრიმინალისტები. პოლიციამ "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, იუსტიციის სახლში შესვლის უფლება არ მისცა. მომხდარზე გამოძიება ქურდობის მცდელობის მუხლით დაიწყო. ცნობისათვის, ბოლო წლებში ეს ნატანების იუსტიციის სახლიდან სწრაფი ჩარიცხვისა აპარატისა და ბანკომატების გატეხვის მეხუთე შემთხვევაა. წყარო: mtavaritv



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია