- ივნისი 08, 2026
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
- აპრილი 29, 2025
- , პოლიტიკა
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის, გლდანი-ნაძალადევისა და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მომზადებისა და მცდელობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1989 წელს დაბადებული გ.ს., 2002 წელს დაბადებული გ.ს, 1999 წელს დაბადებული ნ.კ. და წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1963 წელს დაბადებული რ.გ. დანაშაული 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. სამართალდამცველებმა ბრალდებულების, პირადიდა საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად და ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები „ალფა-პვპ", „ბუპრენორფინი", „კლეფედრონი", „მეთადონი" „ამფეტამინი“, „მეტამფეტამინი“ და „მდმა". ასევე ამოღებულია ელექტრო სასწორი, წებოვანი ლენტები და პოლიეთილენის პაკეტები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე და 19-260-ე მუხლებით მიმდინარეობს",_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.