შაბათი, ივლისი 18, 2026

ნანგრევებში 10-15 ადამიანია მოყოლილი, 2-თან კონტაქტი გვაქვს – გომელაური


ნანგრევებში 10-15 ადამიანია მოყოლილი, 2-თან კონტაქტი გვაქვს – გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად 10-15 ადამიანი მოჰყვა ნანგრევებში, მათგან ორთან კი მაშვლებს სატელეფონო კონტქატი აქვთ. ამის შესახებ გომელაურმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. “დაახლოებით, ხუთი სართულია ჩამონგრეული, ჩვენი ინფორმაციით დაახლოებით 10-15 ადამიანი უნდა იყოს მოყოლილი შიგნით ნანგრევებში. კონტაქტზე გამოდის 2 ადამიანი, რომელიც ცოცხალია და ტელეფონით გვესაუბრება, თუმცა ვერ გვიხსნიან ჯერ სად არიან, სულ დაბლა არიან ჩავარდნილი ნანგრევებში თუ მაღლა. თუმცა ვესაუბრებით ტელეფონით”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია