შაბათი, ივლისი 18, 2026

„ნაეკმა“ „ფეიკი“ აბიტურიენტი გამოავლინა – აპლიკანტის ნაცვლად, გამოცდაზე გასვლას სხვა პირი ცდილობდა


„ნაეკმა“ „ფეიკი“ აბიტურიენტი გამოავლინა – აპლიკანტის ნაცვლად, გამოცდაზე გასვლას სხვა პირი ცდილობდა

დღეს, აბიტურიენტები ინგლისური და რუსული ენების გამოცდას აბარებენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტის მაგივრად, სხვა პირი ცდილობდა გამოცდაზე შესვლას, თუმცა მან რეგისტრაცია ვერ გაიარა. „დარეგისტრირებულებიდან გამოცხადდა 92%-ზე მეტი აბიტურიენტი. დაიგვიანა ათმა გამოსაცდელმა. გამოვლინდა ერთი შემთხვევა, როდესაც აბიტურიენტის ნაცვლად გამოცდაზე გასვლას სხვა პირი ცდილობდა, შესაბამისად, მან რეგისტრაცია ვერ გაიარა - აბიტურიენტი საგამოცდო პროცესს გამოეთიშა. დადასტურებული კოვიდ-19-ის დიაგნოზის გამო დღეს არ გამოცხადდა 30-მდე აბიტურიენტი. ისინი გამოცდას მოგვიანებით ჩააბარებენ. ხვალ უცხოური ენების გამოცდა ისევ ორ სესიად ჩატარდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი წარმატებას უსურვებს ყველა აბიტურიენტს“, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია