შაბათი, ივლისი 18, 2026

ნაცარა ვაშლის კომპოტი


ნაცარა ვაშლის კომპოტი

გურიაში კარგად გავრცელებული ნაცარა ანუ შავი ვაშლის სახელით ცნობილი ხილის ეს სახეობა უგემრიელესია, ასევე, საუცხოოა მისი კომპოტი. ავიღოთ ნაცარა ვაშლი. არ გავთალოთ, გავჭრათ შუაზე და ამოვაცალოთ თესლი. ასეთი მასით ქილები შუამდე ავავსოთ. ჩვეულებრივად, კილოგრამზე ერთი ჩაის ჭიქა შაქარი ვუყოთ და ვადუღოთ ოცი წუთის განმავლობაში. შემდეგ გავუკეთოთ სტერილიზაცია. ძალიან გემრიელია იმავე მეთოდით, გაუთლელად მომზადებული ნიკადო მსხლის კომპოტი. ასევე, თუ ნაცარა ვაშლს და ნიკადოს ერთმანეთს შევურევთ და ისე გავაკეთებთ კომპოტს, საუცხოო არომატი აქვს. ოღონდ, როცა მსხლის კომპოტს ვადუღებთ ან ვაშლთან შევურევთ, სტერილიზაციისთვის, სულ ცოტა, ნახევარი საათი დაგჭირდებათ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია