- ივნისი 08, 2026
მზია ამაღლობელს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
- იანვარი 14, 2025
- , პოლიტიკა
სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და გამოცემა "ბათუმელების" დამფუძნებელსა და დირექტორს აღკვეთის სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მზია ამაღლობელი ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთში კი უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.