კვირა, ივლისი 19, 2026

„მზე გვწყალობს და ვჩქარობთ, ბალახის მწვანე საფარსაც ვაგებთ “ : ოზურგეთში საახალწლო სამზადისი გრძელდება


„მზე გვწყალობს და ვჩქარობთ, ბალახის მწვანე საფარსაც ვაგებთ “ : ოზურგეთში საახალწლო სამზადისი გრძელდება

ოზურგეთის ცენტრში დასრულდა საახალწლო ნაძვის ხის აღმართვა. ხოლო საღამოს ქალაქი ილუმინაციებიც მოირთო. ახლა აქ, მთავარ მოედანზე, „ჭადრების ბაღში“ გამალებით მუშაობენ, რომ ახალ წლამდე დასრულდეს ამ სივრცის რეაბილიტაცია და განახლება. _თუ წვიმა არ წამოგვეწია, აუცილებლად დავასრულებთ. მზე გვწყალობს და ვჩქარობთ. თან ბალახის მწვანე საფარსაც ვაგებთ. მთავარი მიზეზი, უფრო რამაც დაგვაბრკოლა, ცუდი ამინდები იყო, - გვითხრეს სამუშაოების შემსრულებლებმა, რომლებიც ფილების ჩაწყობასთან ერთად, პარალელურ რეჟიმში, ცალკეულ ლოკაციებად, ბალახის მწვანე საფარსაც აგებენ. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია