შაბათი, ივლისი 18, 2026

მთავრობის ადმინისტრაციასთან რამდენიმე ადამიანი დააკავეს


მთავრობის ადმინისტრაციასთან რამდენიმე ადამიანი დააკავეს

მთავრობის ადმინისტრაციასთან რამდენიმე ადამიანი დააკავეს, მათ შორის გიგა მაქარაშვილი, ზუკა ბერძენიშვილი და გიორგი მჟავანაძე. პოლიციელის თქმით, ისინი "საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო" დააკავეს. "საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო [დავაკავეთ].. თქვენ იყავით იქ და დაინახეთ, რა წესრიგიც დაარღვიეს - გვესროლეს ტუალეტის ქაღალდები, პოლიციელებს მიაყენეს შეურაცხყოფა", - უთხრა ჟურნალისტებს ერთერთმა პოლიციელმა. აქტივისტები და მოქალაქეები უკრაინის მიმართ საქართველოს მთავრობის პოზიციას აპროტესტებენ და ითხოვენ, დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთთან; აიკრძალოს რუსული მედიასაშუალებები და დაიკეტოს საჰაერო სივრცე რუსეთისთვის. წყარო: formulanews



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია