- ივნისი 08, 2026
მსოფლიოში საუკეთესო კინოგმირი
- აგვისტო 06, 2021
- , პოლიტიკა
ჟურნალ „Empire“-ის ვერსიით ისტორიაში უდიდესი კინოგმირი ინდიანა ჯონსია, რომლის როლსაც ჰარისონ ფორდი ასრულებს. ამის დასადგენად გამოცემამ მკითხველებს შორის გამოკითხვა ჩაატარა, რომლებმაც საუკეთესოდ ჰარისონ ფორდის გმირი აირჩიეს. პერსონაჟი 1973 წელს კინოსტუდია „Lucasfilm“-ის დამფუძნებელმა, ჯორჯ ლუკასმა შექმნა. სწორედ ის გახდა ფილმების სერიის პროდიუსერი, რომლის რეჟისორიც სტივენ სპილბერგია. რეიტინგის მეორე ადგილზეა ელენ რიპლი ფილმიდან „უცხო“, მესამეზე კი რკინის კაცი „Marvel“-ის კინოსამყაროდან. მეოთხე ადგილზეა კაპიტანი ამერიკა, მეხუთეზე კი ლუკ სქაიუოკერი „ვარსკვლავური ომებიდან“. [sexy_author_bio]