შაბათი, ივლისი 18, 2026

მსოფლიოში მტკნარი წყლის ყველაზე დიდი თევზი აღმოაჩინეს


მსოფლიოში მტკნარი წყლის ყველაზე დიდი თევზი აღმოაჩინეს

BBC-ის ინფორმაციით, კამბოჯაში, მდინარე მეკონგში 300 კილოგრამიანი თევზი დაიჭირეს. გავრცელებული ცნობით, ეს ყველაზე დიდი წონის თევზია, რაც კი ოდესმე აღმოუჩენიათ. გარდა გიგანტური ლოქოსი, რომელიც 2015 წელს ტაილანდში, მეკონგში დაიჭირეს და მისმა წონამ 293 კილოგრამი შეადგინა. მეკონგი მდიდარია ბიომრავალფეროვნებით, მაგრამ გადაჭარბებული თევზაობა, კაშხლები და დაბინძურება საფრთხეს უქმნის მის მყიფე ეკოსისტემას. ის ტიბეტის პლატოდან მიედინება ჩინეთის, მიანმარის, ტაილანდის, ლაოსის, კამბოჯასა და ვიეტნამის ტერიტორიაზე. "ექვს კონტინენტზე მდინარეებსა და ტბებში გიგანტური თევზის გამოკვლევის 20 წლის განმავლობაში, ეს არის ყველაზე დიდი მტკნარი წყლის თევზი, რომელიც ჩვენ შეგვხვედრია ან დაფიქსირებულია სადმე მსოფლიოში“, - თქვა ზებ ჰოგანმა, ბიოლოგმა, რომელიც ხელმძღვანელობს მეკონგის საოცრებას, კონსერვაციის პროექტს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია